Accessibility links

logo-print

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს ჯაშუშობას აბრალებს


"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდებით უფლებადამცაველების დააპატიმრებასაც გეგმავს. ფოტომასალა, რომელიც 20 ივლისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარუდგინა, ნანუაშვილის თქმით, მასზე განხორციელებულ თვალთვალს ადასტურებს. ფოტოებზე აღბეჭდილია რამდენიმე ავტომანქანა და ასევე ერთი პიროვნება, რომელიც, ნანუაშვილის თქმით, თვალთვალის პროცესში მონაწილეობდა. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის თქმით, საფრთხე არა მხოლოდ მას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება. ნანუაშვილი აცხადებს, მისი ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ”ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირადად არიან ჩართული სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაში.” ”ისინი უცხოელ სტუმრებს პირად საუბრებში უმტკიცებენ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობს”, - უთხრა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს 20 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი მოუწოდებს შსს-ს, გააკეთოს კომენტარი თვალთვალის პროცესთან დაკავშირებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG