Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ოთხი ადამიანი შეიწირა


ავღანეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა დღეს მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოაწყო მამაკაცმა, რომელმაც ველოსიპედით მიიტანა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაშტ-ი-შორის რაიონში. ნათელი არ არის, თავდამხსმელმა თავი აიფეთქა თუ არა. მაზარ-ი-შარიფი არის ერთ-ერთი იმ შვიდი რეგიონიდან, რომლებშიც უსაფრთხოებაზე ზრუნვის ფუნქციას ამ კვირაში იბარებენ ავღანეთის ჯარები ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისაგან.
XS
SM
MD
LG