Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უარყოფს მედიასკანდალთან დაკავშირებულ ბრალდებებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა დღეს პარლამენტში განცხადა, რომ მის თანაშემწეებს არ უცდიათ, შეეჩერებინათ გაზეთ „ნიუს ოფ ზი ვორლდის“ მიერ სატელეფონო შეტყობინებების უკანონო მოსმენის გამოძიება. როგორც კამერონმა აღნიშნა პარლამენტში, თემთა პალატის საგანგებო სხდომაზე, რომელზეც ის სკანდალთან დაკავშირებით გამოკითხეს, ასეთი ბრალდება გაუმართლებელი იქნებოდა. იქვე კამერონმა დაიცვა 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად ენდი კოლსონის აყვანის შესახებ. კოლსონი არის რუპერტ მერდოკის მედიაიმპერიაში შემავალი „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ ყოფილი რედაქტორი. როგორც კამერონმა აღნიშნა, „დღევანდელი გადასახედიდან და მომხდარის გათვალისწინებით, ენდი კოლსონს არ შევთავაზებდი ამ თანამდებობას და ვფიქრობ, რომ ის არ მიიღებდა ასეთ შეთავაზებას. მაგრამ გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შემდეგ ხომ არ იღებ! მათ იღებ აწმყოში. ცხოვრობ და სწვალობ. და დამიჯერეთ, მე ჩემი გაკვეთილი მივიღე", - განაცხადა კამერონმა. კოლსონი, რომელიც მან ახსენა, მიმდინარე თვის დამდეგს დააპატიმრეს ბრალდებით, რომ მან იცოდა „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ ჟურნალისტების მიერ სატელეფონო შეტყობინებების მოსმენის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, ტაბლოდი „ნიუს ოვ ზი ვორლდი“ უკანონოდ ისმენდა 4000-მდე ადამიანის, მათ შორის ცნობილი პირების, პოლიტიკოსების, ბრიტანეთის დაღუპული სამხედროებისა და ბოროტმოქმედების მსხვერპლთა ხმოვან შეტყობინებებს.
XS
SM
MD
LG