Accessibility links

logo-print

უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხჰყოფა მიაყენა, შევჩენკოს რაიონის მილიციის განყოფილებამ ხულოგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს უკრაინულ პორტალ "კომენტარებზე" დაყრდნობით. დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი აპირებს, მეორე სისხლის საქმის აღძვრაც მოითხოვოს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით – რომელიც ჟურნალისტის კანონიერი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 18 ივლისს უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან ქალთა მოძრაობა FEMEN-მა ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გამართა. FEMEN-ის აქციის ჩაშლას საელჩოდან გამოსული უცნობი ადამიანი შეეცადა. მან ჟურნალისტ ალექსანდრ იამკოვოის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
XS
SM
MD
LG