Accessibility links

logo-print

შამბამ, ანქვაბმა და ხაჯიმბამ აფხაზურ ენაში გამოცდა ჩააბარეს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა სერგეი შამბამ, ალექსანდრე ანქვაბმა და რაულ ხაჯიმბამ აფხაზურ ენაში გამოცდა წარმატებით ჩააბარეს . კანდიდატები ლინგვისტებისგან შემდგარმა შვიდკაციანმა კომისიამ გამოსცადა. თითოეული კანდიდატმა აფხაზურ ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა, შემდეგ შინაარსს გადმოსცა და სხვადასხვა თემაზე კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. აფხაზური ენის ფლობა თვითაღიარებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის აუცილებელი პირობაა. არჩევნები 2011 წლის 26 აგვისტოსთვისაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG