Accessibility links

logo-print

დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ მისმა ჯარებმა ავღანეთში ორი ბრიტანელი დააკავეს


დღეს ლონდონში ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში დააპატიმრეს ბრიტანეთის ორი მოქალაქე - როგორც იტყობინებიან, ბრიტანეთის ინტერესების წინააღმდეგ დადგეგმილი შესაძლო თავდასხმისთვის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ კვირაში ბრიტანეთის ჯარებმა ავღანეთში დააკავეს ორი პირი, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრიტანელები არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად კი, ორი ბრიტანელი ჰელმანდის პროვინციაში წაიყვანეს და საელჩოს თანამშრომლები მათ დახმარებას უწევენ. ჯერჯერობით არ დადასტურებულა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ დაკავებულები თალიბების თანამებრძოლები არიან.
XS
SM
MD
LG