Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაანადგურეს ჰიტლერის თანაშემწის, რუდოლფ ჰესის საფლავი


გაანადგურეს ჰიტლერის თანაშემწის, რუდოლფ ჰესის საფლავი, რათა ის აღარ იყოს პილიგრიმობის ობიექტი. ბავარიის ქალაქ ვუნზიდელში დღეს დილით მოხდა ჰესის ნეშტის ექსჰუმაცია. საფლავის გამგემ, ანდრეას ფაბელმა თქვა, რომ ნეშტის კრემაციის შემდეგ ფერფლი ჩაყარეს ტბაში, რომლის სახელი გასაიდუმლოებულია. ვინაიდან ჰესის საფლავზე ნეონაცისტები დადიოდნენ მისთვის პატივის მისაგებად - მათ შორის, ჰიტლერის მისალმებით - ლუთერანულმა ეკლესიამ, რომელსაც ეკუთვნის სასაფლაო, საფლავის მიწისთვის ქირის ვადა აღარ გაუგრძელა ჰესის მემკვიდრეებს. ჰესი 1941 წელს დააპატიმრეს და 1946 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1987 წელს, 93 წლის ასაკში, ჰესი ბერლინში, შპანდაუს ციხეში იპოვეს ჩამომხრჩვალი.
XS
SM
MD
LG