Accessibility links

logo-print

კოსმოსური ხომალდი „ატლანტისი“ დედამიწაზე დაბრუნდა


კოსმოსური ხომალდი „ატლანტისი“ დაბრუნდა დედამიწაზე და ამით დასრულდა კოსმოსური ბორნების ერა, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ფლორიდაში ასობით ადამიანი შეიკრიბა კენედის კოსმოსური ცენტრის დასაფრენ ბილიკთან, როცა დღეს დილით დაეშვა „ატლანტისი“, რომელშიც ოთხი ასტრონავტი იმყოფებოდა. კოსმოსური ბორნის უკანასკნელი რეისის მიზანი იყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგება. სანამ კოსმოსური ბორნის შემცვლელი შეიქმნებოდეს, შეერთებული შტატების კოსმოსური პროგრამა დამოკიდებული იქნება რუსეთის კოსმოსურ ხომალდებზე, რომლებითაც მოხდება ამერიკელ ასტრონავტთა ტრანსპორტირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე.
XS
SM
MD
LG