Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა


სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მანქანასთან, რომელშიც იმყოფებოდნენ ნავთოგაზის სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლები. პოლიციის ცნობით, ბომბი დამონტაჟებული იყო მოტოციკლეტზე, რომელიც გზის პირას იყო გაჩერებული ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ ჯაფარაბადში.
XS
SM
MD
LG