Accessibility links

ავღანეთის ჯარმა უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა ჰერათშიც ჩაიბარა


ავღანეთში, ჰერათში განთავსებულმა ნატოს ჯარმა დღეს უსაფრთხოებისთვის პასუხიმგებლობა ავღანეთის ჯარს ჩააბარა . ჰერათი მეოთხეა იმ შვიდი რეგიონიდან, სადაც უსაფრთხოებას ავღანეთის არმია იბარებს მას მერე, რაც ნატოს ჯარმა ამ კვირაში ქვეყნის დატოვება დაიწყო. გეგმის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ 2014 წლამდე საერთაშორისო ჯარის გაყვანა პოლიტიკურად არის მოტივირებული და არ გამოხატავს ავღანეთის ჯარის მზადყოფნას, უზრუნველჰყოს უსაფრთხოება. ჰერათში ნატოს იტალიის ნაწილები წარმოადგენდნენ.
XS
SM
MD
LG