Accessibility links

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ამხელს ჯარების გაყვანის თარიღს


ავღანეთში მოულოდნელ ვიზიტად ჩასულმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტრეველემ, ქაბულში დღეს არ გაამხილა, როდის აპირებს თავისი ქვეყნის ჯარი, 5400 სამხედრო, ავღანეთის დატოვებას. მან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, თქვა, რომ არ იქნება გონივრული იმის გამხელა, სად და რომელ თვეში შემცირდება ჩვენი კონტინგენტი. ეს ამ არეალში ძალადობის დაწყების გამოწვევა იქნებოდაო. გერმანიის პარლამნეტმა ჯარს ავღანეთში მისია 12 თვით გაუგრძელა იმ პირობით, რომ 2011 წლის ბოლოს, თუ პირობები მისცემდა საშუალებას, შინ დაბრუნება უნდა დაეწყო.
XS
SM
MD
LG