Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ლიდერები საბერძნეთისთვის დახმარების მეორე კრიზისულ გეგმაზე შეთანხმდნენ


ბრიუსელში დღეს გამართულ სამიტზე, რომელშიც ევროზონის 17 სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობდნენ, მიღწეულ იქნა შეთანხმება საბერძნეთის გარშემო. ბრიუსელის ამ შეხვედრაზე მიიღეს შესაბამისი განცხადება, რომელიც საბერძნეთისთვის, რომელსაც დიდი სახელმწიფო ვალის გამო დეფოლტის საშიშროება ემუქრება, დახმარებას ითვალიწინებს დამატებით, 109 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიცემის გზით. ამ თანხიდან, 37 მილიარდს ბანკები გაიღებენ. ეს საბერძნეთისთვის გამოყოფილი კრედიტის მეორე პაკეტია. პირველი სესხი ითვალისწინებს 110 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს, რომელსაც ევროზონელი პარტნიორები და საერთაშორისო სავალუტო ფონტი გამოყოფენ.
XS
SM
MD
LG