Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დილით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე შედგა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონული ფორუმი იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო სამხრეთი ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებულ დაძაბულობასაც შეეხო. აშშ-ის და ჩინეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. წინასწარი ინფორმაციით, ჰილარი კლინტონი აპირებს ზეწოლა მოახდინოს ჩინეთსა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებზე იმისათვის, რომ ოფიციალური სახე მიეცეს ხუთშაბათს მიღწეულ შეთანხმებას რესურსებით მდიდარი სამხრეთი ჩინეთის ზღვის თაობაზე. ჰილარი კლინტონი დღეს სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებებს გეგმავს. ის ასევე დაესწრება ასოციაციის რეგიონულ ფორუმს, რომელიც შაბათს იმართება.
XS
SM
MD
LG