Accessibility links

კადაფი მეამბოხეებთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გამორიცხავს მეამბოხეებთან მოლაპარაკებებს. მისი განცხადების აუდიო-ჩანაწერი მის მშობლიურ ქალაქ სირტეში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე გადაიცა. საფრანგეთი აცხადებს, რომ კადაფის შეუძლია დარჩეს ლიბიაში, თუკი ძალაუფლებაზე უარს იტყვის, მიუხედავად იმისა, ტომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ბრალდებული. აშშ-ის ხელისუფლება თვლის, რომ კადაფი უნდა გადადგეს, თუმცა ლიბიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დარჩება, თუ არა ის ლიბიაში. აფრიკის კავშირი კი ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების დაწყების წინადადებას აყენებს.
XS
SM
MD
LG