Accessibility links

logo-print

იწყება დაკავებული ფოტორეპორტიორების სასამართლო პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება დაკავებული ფოტორეპორტიორების სასამართლო პროცესი. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, სხდომა საჯაროა. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს. საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ”ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე.” როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, ამგვარ ”გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბრლადებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული გარემოებები, კერძოდ: ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, არამხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ, დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზიების შესახებ.”
XS
SM
MD
LG