Accessibility links

logo-print

რუსები სოხუმის აეროპორტის გამოყენებას აპირებენ


რუსულმა ჰოლდინგმა „ნოვაპორტმა“ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ სოხუმში ხელი მოაწერეს მემორანდუმს აეროპორტ „სოხუმის“ აღდგენის და გამოყენების თაობაზე. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს - „აფსნიპრესის“ ცნობით, მემორანდუმს „საერთაშორისო საჰაერო კომუნიკაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის აღდგენისა და გამოყენების შესახებ“ 21 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ და „ნოვაპორტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ სმირნოვმა მოაწერეს ხელი. სმირნოვის თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებლობას 12–14 თვე, ხოლო ინვესტიციების ამოღებას – 8 წელიწადი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG