Accessibility links

logo-print

ბათუმი მასპინძლობს კონფერენციას ”საქართველოს ევროპული გზა”


საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა საერთო მიზანს - დემოკრატიის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ემსახურება, - ამ შინაარსის განცხადება 22 ივლისს გააკეთა კომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ. მან სიტყვით მიმართა მერვე საერთაშორისო კონფერენციის - ”საქართველოს ევროპული გზა” მონაწილეებს. კონფერენციაზე, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG