Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალია-ჰოლდინგი”: გიორგი აბდალაძე უდანაშაულოა


"ალია-ჰოლდინგი" აპროტესტებს საპროცესო შეთანხმების პერსპექტივას დაკავებული ფოტორეპორტიორის - გიორგი აბდალაძის საქმეზე. ”ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ვერასოდეს გაიგოს სიმართლე. საპროცესო შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, ჟურნალისტებს და საზოგადოებას არასოდეს მოგვეცემა საშუალება გავიგოთ თუ რა მოხდა რეალურად”, - ვკითხულობთ ”ალია-ჰოლდინგის” მიერ 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ”ალია ჰოლდინგი” დარწმუნებულია საკუთარი თანამშრომლის - გიორგი აბდალაძის უდანაშაულობაში და თვლის, რომ გამოძიებამ დაკავებულის აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიიღო. "ალია-ჰოლდინგი” მადლობას უხდის ადვოკატებს: ეკა ბესელიას, მერაბ ჩიქოვანს, რამაზ ჩინჩალაძეს და ლადო მაჭარაშვილს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის სამართლიანი ინტერესები დაევათ. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე”, - ნათქვამია ”ალია-ჰოლდინგის” მიერ 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG