Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” ქურციკიძის საქმეს გამოეთიშა


ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" გადაწყვეტილებით, ის ჩამოშორდა დაკავებული ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის საქმეს, რადგანაც პროცესში მისმა მონაწილეობამ აზრი დაკარგა. ქურციკიძის ყოფილი ადვოკატის, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ნინო ანდრიაშვილის თქმით, ქურციკიძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და სწორედ ამ ვითარებაში იძულებით მოიპოვა გამოძიებამ დაკავებულის აღიარებითი ჩვენება. ”აღიარება მოხდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად და ის არ წარმოადგენს ქურციკიძის თავისუფალი ნების გამოხატულებას. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” უარს ამბობს ამ პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე და აპროტესტებს ზეწოლასა და ძალადობას პატიმარზე”, - ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ზურაბ ქურციკიძის ადვოკატად ამ ეტაპზე მიხეილ ღონღაძე რჩება.
XS
SM
MD
LG