Accessibility links

logo-print

საქართველოს პროკურატურამ ფოტორეპორტიორების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა


საქართველოს პროკურატურის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ”ბრალდება თვლის, რომ ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე წარსულში გადაიბირა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. საქართველოში რუსეთის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან საიდუმლო კავშირში მყოფი ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე სისტემატურად, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისაგან მიღებული მითითება-დავალებების შესაბამისად, უკანონოდ მოიპოვებდნენ და აწვდიდნენ მათ საქართველოს სახლმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ირაკლი და ნათია გედენიძეები გარკვეული ანაზღაურების საფასურად, დახმარებას უწევდნენ ამ უკანასკნელებს.” საქართველოს პროკურატურამ 22 ივლისს გამოაქვეყნა ფოტოკორესპონდენტების საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების ნაწილი.
XS
SM
MD
LG