Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებულ ფოტოკორესპონდენტებს პირობითი სასჯელი შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა დაკავებული ფოტორეპორტიორების სასამართლო პროცესი. სხდომა საჯარო იყო. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა განიხილეს. საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ”ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე.” სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ოთხივე ბრალდებული და მათ სხვადასხვა ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
XS
SM
MD
LG