Accessibility links

logo-print

ნორვეგიაში ორ ინციდენტს სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა


ნორვეგიიდის დედაქალაქ ოსლოს ცენტრში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის ოფისი. როგორც იტყობინებიან, პრემიერ-მინისტრი სტოლტენბერგი არ იმყოფებოდა შენობაში და არ დაშავებულა. მან მომხდარს" ძალიან სერიოზული" უწოდა და განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ტერაქტი იყო. დღესვე, ოსლოს გარეთ, უტოიაში, მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრულ ბანაკში, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა პირმა ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფთ. პოლიცია ადასტურებს სულ მცირე ათი ადამიანის სიკვდილს. თავდამსხმელი დააპატიმრეს.პოლიციამ განაცხადა, რომ ეს ორი ინციდენტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ბანაკში პრემიერის სტუმრობას ელოდნენ.
XS
SM
MD
LG