Accessibility links

logo-print

საბერძნეთი მიესალმა მისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას


საბერძნეთი მიესალმა გუშინ ევროზონის ქვეყნების ლიდერთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ ქვეყნისთვის საგანგებო ფინანსური დახმარების მეორე პაკეტის გამოყოფის თაობაზე. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, ევანგელოს ვენიზელოსის თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდი შვებაა ქვეყნის ეკონომიკისთვის, საბერძნეთის ბანკებმა კი აუცილებელი გარანტიები მიიღეს. ევროზონის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე მიღებული გეგმა ითვალისწინებს ათენისთვის 109 მილიარდი ევროს გამოყოფას ევროპის კავშირის ქვეყნებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრების ხარჯზე. კიდევ 49 მილიარდი ევრო კერძო ბიზნესის წილია.
XS
SM
MD
LG