Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელ ისლამისტებს დასავლეთისგან ჰუმანიტარული დახმარება არ სურთ


სომალის ალ-შაბაბის გაერთიანებას არ სურს გააუქმოს მის მიერ დასავლეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაწესებული აკრძალვა. ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ინფორმაცია მისი კონტროლის ქვეშ არეალში შიმშილობის შესახებ „პროპაგანდაა“. ალ ყაიდასთან კავშირში მყოფმა ამ ჯგუფმა 2009 წელს დააწესა აკრძალვა დასავლეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, მხოლოდ იშვიათად აძლევდა უცხოეთის ორგანიზაციებს შეეღწიათ მისი კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში. გაეროს თანახმად, სამხრეთ სომალის ორ რეგინში ბოლო 50 წლის მანძილზე უმძიმესი გვალვაა, რასაც შიმშილობა მოჰყვა. გაერთიანება უარყოფს ამ ცნობას. გაეროს სურსათის პროგრამის ცნობით, ის აპირებს არეალში 175 ათას ადამიანს მიაწოდოს სურსათი მომავალ დღეებში.
XS
SM
MD
LG