Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ჯარმა 50 მეამბოხე დახოცა


50 მეამბოხე იქნა მოკლული ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ფაქთიკის პროვინციაში, ნატოს ჯარის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს. ოპერაცია განხორციელდა სამხედრო ბანაკში, რომელშიც უცხოელი მეამბოხეები და თალიბანთან და ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი, ჰაყანი იყო გამაგრებული. ოპერაციაში ნატოსთან ერთად ავღანეთის სპეცრაზმი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG