Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში რეპრესიები შეიძლება კაცობრიობის წინაააღმდეგ დანაშაულად შეფასდეს


გაეროს გენოციდის ექსპერტების თანახმად, სირიის მთავრობას შეიძლება ბრალად დასდონ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უიარაღო დემონსტრანტების გამოსვლების ჩახშობის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის უშიშროების ძალები სდევნიან დემონსტრანტებს და არაერთი ცნობაა გავრცელებული მათი უგზო-უკვლოდ დაკარგვის და პატიმართა წამების შესახებ. აქტივისტების თანახმად, გამოსვლების დაწყების შემდეგ, ბოლო თვეებში სირიაში, მათი ჩახშობისას 1600 ადამიანი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG