Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა


ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში პარასკევს მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა, იტყობინება ნორვეგიის პოლიცია. უკანასკნელი მონაცემებით, 84 ადამიანი ცეცხლასროლი იარაღით მოკლა თავდამსხმელმა, რომელმაც იერიში მიიტანა ახალგაზრდულ ბანაკზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე შვიდი ადამიანი დაიღუპა ოსლოს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. პოლიცია ვარაუდობს, რომ ორივე თავდასხმა ერთმა ბოროტმოქმედმა განახორციელა. ნორვეგიის მედიის თანახმად, ეჭვმიტანილია ვინმე ანდერს ბერინგ ბრეივიკი, მაგრამ პოლიციამ უარი განაცხადა, დაედასტურებინა მისი ვინაობა.
XS
SM
MD
LG