Accessibility links

კაიროში, ტაჰრირის მოედანზე გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები


დღეს კაიროში თებერვლის ანტისამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, მოძრაობა „6 აპრილის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაჰრირის მოედანზე დარჩებიან მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. განცხადებამ გაიჟღერა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობამ ამ დაჯგუფების წარმომადგენლებს ბრალი დასდო ხალხსა და არმიას შორის დაპირისპირების გაღვივების მცდელობაში. დღეს ასობით დემონსტრანტი შეეცადა, მარშით გაეარა კაიროში, თავდაცვის სამინისტროს შენობამდე. ამჟამინდელი საპროტესტო აქციები უკვე 15 დღეა გრძელდება. მათი მონაწილეები მოითხოვენ რეფორმების დაჩქარებას და მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს მანიფესტანტების სიკვდილისთვის პასუხისმგებელთა სასამართლოსთვის გადაცემას. ამ მანიფესტაციებმა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG