Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრინაგარსა და ინდოეთის ქაშმირის სხვა ქალაქებში მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები


სრინაგარსა და ინდოეთის ქაშმირის სხვა ქალაქებში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მუსულმანები შეადგენე, მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებმაც იფეთქა ორი ინდოელი სამხედრო მოსამსახურის მიერ ადგილობრივი მოსახლე ქალის გაუპატიურების შედეგად. დაიხურა უმეტესი მაღაზიები, სკოლები და საწარმოები. გუშინ შეტაკბები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რომელმაც დემონსტრანების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. არის დაჭრილები როგორც მანიფესტანტებს, ისე პოლიციელებს შორის. კულგამის ოლქის მცხოვრები 25 წლის ქალი სამშაბათს გაიტაცა და დააუპატიურა სამხედრო ფორმებში ჩაცმულმა ორმა მამაკაცმა.
XS
SM
MD
LG