Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიამ დღეს აკრძალა ჩადრის ხმარება, რომელიც მთელ სახეს ფარავს


ბელგიამ დღეს აკრძალა ჩადრის ხმარება, რომელიც მთელ სახეს ფარავს. კანონის თანახმად, არავის აქვს სახის დაფარვის უფლება ისე, რომ მისი ცნობა არ შეიძლებოდეს. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 200 დოლარის ეკვივალენტის ჯარიმა. კანონის მომხრეები ამბობენ, რომ ჩადრი ქალის ჩაგვრის სიმბოლოა. მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ ეს კანონი ისლამისტი ქალების წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG