Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ძალებმა ავღანეთის ძალოვან სტრუქტურებს გადასცეს კონტროლი ქალაქ მაზარი-შარიფზე


დღეს ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა ავღანეთის ძალოვან სტრუქტურებს გადასცეს კონტროლი ქალაქ მაზარი-შარიფზე - პროვინცია ბალხის დედაქალაქზე ქვეყნის ჩრდილოეთში. პროვინციის გუბერნატორმა ატა მოჰამად ნურმა საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ არარაციონალური იქნებოდა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობის მუდამ საერთაშორისო ძალებზე დაკისრება. იგეგმება, რომ მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე კონტროლი საერთაშორისო ჯარებიდან სამთავრობო ძალებზე გადავა 2014 წელს.
XS
SM
MD
LG