Accessibility links

logo-print

თეირანში მოკლეს ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტი, პროფესორი დარიუშ რეზაი


ირანის მასმედიის ცნობით, თეირანში მოკლულია ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტი, 35 წლის ფიზიკოსი, პროფესორი დარიუშ რეზაი. უცნობმა პირებმა ის საკუთარი სახლის წინ მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. რეზაი ირანის ატომური ენერგეტიკის უწყებასთან თანამშრომლობდა. მასმედიის ცნობით, მისი მეუღლე დაიჭრა. თვითმხილველების თანახმად, თავდამსხმელები მოტოციკლეტით გაუჩინარდნენ. ირანში ეს ერთ წელზე ნაკლები პერიოდის განმალობაში ბირთვული ფიზიკის სპეციალისტის უკვე მეორე მკვლელობაა. ირანის ხელისუფლებამ 2010 წლის ნოემბერში მაჯიდ შაჰრირის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს დააკისრა.
XS
SM
MD
LG