Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ჩქაროსნული მატარებლის ავარიას 32 ადამიანი ემსხვერპლა


ჩინეთში ლიანდაგიდან ჩქაროსნული მატარებლის გადასვლის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი. კიდევ 90 ადამიანი დაშავდა, იტყოინება სააგენტო „სინხუა“. ტრაგედია მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთში, პროვინცია ჩეციანში. ორი ვაგონი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ჩინეთი მილიარდობით საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს ჩქაროსნული მატარებლების ქსელის განვთიარებისთვის. გასულ თვეში გაიხსნა პეკინი-შანხაის ხაზი, რომლის მშენებლობა 33 მილიარდი დოლარიო დაჯდა. ამ მარშრუტზე მიმოსვლა პერიოდულად წყდება ხოლმე ელექტრომომარაგების პრობლემების გამო.
XS
SM
MD
LG