Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ს და ისრაელს სდებს ბრალს ირანელი ფიზიკოსის მკვლელობაში


ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს დასდო ბრალი ირანელი მეცნიერის, დარიუშ რეზაის მკვლელობისთვის, რომელიც შაბათს მოკლეს თეირანში ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი ცნობით, მოკლეს თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტი დარიუშ რეზაინეჯადი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ თავდასხმა განხორციელდა ფიზიკის პროფესორ დარიოუშ რეზაიზე, რომელსაც კავშირი აქვს იანის ბირთვულ პროგრამასთან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ირანში ბირთვული ფიზიკის რამდენიმე სპეციალისტი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG