Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრი აშშ-ის რესპუბლიკელ კონგრესმენებს "ფსიქოპათებს" უწოდებს


დიდი ბრიტანეთის ბიზნესის საკითხების მინისტრმა ვინს კეიბლმა „ფსიქოპათები“ უწოდა ამერიკელ რეპსუბლიკელ კონგრესმენებს, რომლებიც ხელს უშლიან შეერთებული შტატების მიერ ვალების ზღვარის გაზრდას. კეიბლმა ბი-ბი-სი-ს განუხცადა რომ შეერთებული შტატების შესაძლო დეფოლტი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ვიდრე ევროზონის წევრი ქვეყნების საკრედიტო პრობლემები. თუკი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ შეძლებენ 2 აგვისტომდე შეთანხმებას ამერიკის სახელმწიფო ვალის შემცირების გზებზე და არ აამაღლებენ დავალიანების ზღვარს, შეერთებული შტატების მთავრობა გადახდისუუნარო გახდება. პრეზიდენტ ობამასა და კონგრესის ლიდერებს შორის შაბათს გამართულმა საგანგებო თათბირმა შედეგი ვერ მოიტანა.
XS
SM
MD
LG