Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავა შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავა შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს. კლინტონი იმყოფება ბალიში, სადაც იმართება აზიის უდიდესი კონფერენცია უსაფრთხოების საკითხზე. მან კონფლიქტის ყველა მონაწილეს მოუწოდა, სასწრაფოდ მოკიდონ ხელი წინააღმდეგობათა დაძლევას და მათ მიუთითა ახლახან რეგიონში სამხედრო-საზღვაო დაპირისპირების ესკალაციაზე. ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მთელ ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას. ბრუნეი, მალაიზია, ვიეტნამი, ფილიპინები და ტაივანი - მის გარკვეულ ნაწილებზე. „ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარი შეთანხმებებია მიღწეული. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ საკითხზე დეკლარაციის მიღების გზაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ინდონეზიის, ასევე „ასეანში“ შემავალი სახელმწიფოების ხელმძღვანელობებს, გაააქტიურონ ძალისხმევა იმ დოკუმენტის შესათანხმებლად, რომელიც დაგვეხმარება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავის თავიდან აცილებაში,“ განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG