Accessibility links

logo-print

ნორვეგია ტერაქტებში დაღუპულებს გლოვობს


ოსლოში ხალხი ყვავილებით ამკობს ადგილს, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად.

ოსლოში ხალხი ყვავილებით ამკობს ადგილს, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად.

დღეს დილით ოსლოში გაიმართა პარასკევს ორი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა საპატივცემულო სამგლოვიარო ცერემონია. ტერაქტებს, რომელთაც ტრავმა მიაყენა მთელ ქვეყანას, სულ ცოტა 92 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრები - მათ შორის მეფე ჰარალდ მე-5 და მისი მეუღლე, დედოფალი სონია. სტოლტენბერგმა წირვაზე თავშეყრილებს მიმართა: „ყოველი მათგანის დაკარგვა ტრაგედიაა. ყველასი ერთად კი - ეროვნული ტრაგედია.“ პარასკევს, ნორვეგიის კუნძულ უტოეიაზე, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ შეხვედრაზე სულ ცოტა 85 ადამიანი იქნა მოკლული. მანამდე რამდენიმე საათით ადრე დედაქალაქ ოსლოში, სამთავრობო შენობის წინ გაჩერებული დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG