Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის ტერაქტების მომწყობი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს


დღეს ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ აფეთქებასა და ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანდერს ბერინგ ბრეივიკი ამბობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ზოგიერთი თვითმხილველის ცნობით, ერთზე მეტი ადამიანი ისროდა. მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილმა აღიარა ორივე თავდასხმის მოწყობა, მაგრამ ის არ აღიარებს სისხლის სამართლის დანაშაულს. პოლიციის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან რამდენიმე ადამიანის პოვნა ჯერჯერობით არ ხერხდება. ამჟამად დაღუპულთა რიცხვი 92-ა. დაიჭრა ასამდე ადამიანი. ეს ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტაა ნორვეგიის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 32 ბრეივიკი ქრისტიანი ფუნდამენტალისტია, როგორც ჩანს, ექსტრემისტული ანტიმუსულმანური შეხედულებებით. ის ორშაბათს წარდგება სასამართლოს წინაშე.
XS
SM
MD
LG