Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს 144 მილიონ დოლარ კრედიტს გამოუყოფს


გერმანია ლიბიელ მეამბოხეთა გარდამავალ ეროვნულ საბჭოს გამოუყოფს 144 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს, რომელიც დაიხარჯება მოსახლეობის უპირველესი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ. გერმანია არ მონაწილეობს ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში. ამავე დროს ვესტერველემ ივნისში ბენღაზიში ვიზიტისას განაცხადა, რომ გარდამავალ ეროვნულ საბჭოს ლიბიის კანონიერ მთავრობად ცნობს. გუშინ ნატოს ავიაციამ ახალი იერიშები განახორციელა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG