Accessibility links

logo-print

სერბიაში გამოსვლები მოეწყო მეორე მსოფლიო ომის დროს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის გამართლების გამო


ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სერბიის ორ ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც მიმართული იყო უნგრეთის სასამართლოს მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის გამართლების წინააღმდეგ. 97 წლის შანდორ კეპიროს ბრალად ედებოდა ნაცისტების მომხრე ჯარის ოპერაციებში მონაწილეობა. ქალაქ ნოვი სადში, 1942 წელს, ნაცისტებმა ასობით სერბი, ებრაელი და სხვა ეროვნების მოქალაქე დახოცეს. გასულ კვირაში ბუდაპეშტის სასამართლომ დაადგინა, რომ არ მოიპოვებოდა საკმარისი სამხილი კეპიროს დანაშაულის დასამტკიცებლად. გამოსვლები მოეწყო ბელგრადსა და ნოვი სადში. კეპირო ომის შემდეგ არგენტინაში გაიქცა. ის 1996 წელს დაბრუნდა უნგრეთში. 2006 წელს მას სიმონ ვიზენტალის ცენტრის გამომძიებლებმა მიაგნეს. კეპირო ითვლება ჰოლოკოსტის პერიოდის ერთ-ერთ ბოლო დამნაშავედ.
XS
SM
MD
LG