Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარასკევს დახოცილთა ხსოვნას


ნორვეგიაში დღეს, შუადღისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარასკევს, ბომბის აფეთქების და სროლის შედეგად დახოცილი 90-ზე მეტი ადამიანის ხსოვნას. დღესვე სასამარლოს წინაშე წარდგება ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელიც ორი ინციდენტის გამო დააკავეს. სასამართლომ, პოლიციის მოთხოვნით, დაადგინა, რომ სხდომა დახურული იქნება. მასზე გადაწყვეტენ, გაუგრძელებენ თუ არა პატიმრობას ბრეივიკს. პოლიციამ და ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ 32 წლის ნორვეგიელი აღიარებს ორი თავდასხმის მოწყობას, რასაც 93 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან შვიდი ოსლოში აფეთქების დროს დაიხოცა, 86 კი, კუნძულ უტიაზე, მმართველი მუშათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკში. ბრეივიკმა გამომძიებლებს უთხრა, რომ მარტო მოქმედებდა. გავრცელდა ცნობები, რომ მას კავშირი ჰქონდა ულტრამემარჯვენე და ანტიისლამისტურ ჯგუფებთან. თავდასხმებს ის, ამავე ინფორმაციით, წლების წინ გეგმავდა.
XS
SM
MD
LG