Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობამ პარტიების შესახებ კანონი დაამტკიცა


სირიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი, რომლის თანახმად შეიძლება შეიქმნას მმართველი, ბაათის პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური გაერთიანებები. კანონპროექტი კაბინეტმა კვირას გვიან დაამტკიცა. ის ნაწილია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ დაპირებული რეფორმების წყებისა, რისი მიზანიც ბოლო ოთხი თვის განმავალობაში ანტისამთავრობო გამოსვლების დასრულებაა. სირიის ოპოზიცია მთავრობის მიერ შეთავაზებულ რეფორებს მხოლოდ სიმბოლურ სვლად მიიჩნევს. ბაათის პარტიას მონოპოლია აქვს და აკონტროლებს სირიაში პოლიტიკურ ცხოვრებას ბოლო ათწლეულებში. სირიაში გამოსვლები გრძელდება. უფლებადამცავი ჯგუფების თანახმად, ბოლო ოთხი თვის საპროტესტო გამოსვლების დროს ათასსამასი სამოქალაქო პირი და 350 სამართალდამცავი მოკლეს.
XS
SM
MD
LG