Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიელ სერბთა ყოფილი ლიდერი დღეს სასამარლოს წინაშე წარდგა


ხორვატიელ სერბთა ყოფილი პოლიტიკური ლიდერი, გორან ჰაჯიჩი დღეს ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა შემსწავლელი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგა. ჰააგის სასამართლო განიხილავს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებიც ეხება ხორვატიის 1991-1995 წლების ომს. ჰაჯიჩმა, რომელიც სერბიაში დააპატიმრეს და პარასკევს გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს, უარი განაცხადა, თავი ან დამნაშავედ ეცნა, ან უდანაშაულოდ. ის ეჭვმიტანილია კაციობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულის მუხლით წაყენებულ 14 შემთხვევაში, მათ შორის დუნაისპირა ქალაქ ვუკოვარში მოწყობილ ხოცვაჟლეტაში, როცა 250 ტყვე დახოცეს.
XS
SM
MD
LG