Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ანქვაბი პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირეს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-მ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა ალექსანდრე ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა და მათ მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენილი მიხეილ ლოგუა, სვეტლანა ჯერგენია და შამილ აძინბა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ანქვაბი და პრემიერ-მინისტრი შამბა პრეზიდენტობის კანდიდატებად საინიციატივო ჯგუფებმა დაასახელეს, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხაჯიმბა კი, პოლიტიკურმა პარტიამ ”სახალხო ერთობის ფორუმმა.” ოკუპირებულ აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG