Accessibility links

logo-print

ილია მეორე უკრაინაში გაემგზავრა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს გაემგზავრა უკრაინაში, სადაც კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს და მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს შეხვდება. თბილისიდან გამგზავრებამდე ილია მეორემ განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქთან კიევში შეხვედრისას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დავით შარაშენიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრისას განიხილება აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღდგენისა და რელიგიური მისიის შესრულების და აფხაზეთში ილია მეორის ჩასვლის საკითხები. კიევში ვიზიტისას, რომელიც 30 ივლისს დასრულდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
XS
SM
MD
LG