Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ხარვეზების შესწავლა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების საქმის გამო დაისმება სამინისტროს თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მიმდინარეობს ხარვეზების შესწავლა და გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები, თუმცა რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართ სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა. ნინო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნების პერსპექტივა არ აქვს, რადგან ნასამართლევ პირებს საჯარო სამსახურში მუშაობას კანონმდებლობა უკრძალავს.
XS
SM
MD
LG