Accessibility links

logo-print

დაკარგულად ითვლება საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი


ამ დრომდე დაკარგულად ითვლება საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომენტში ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამთა ლიპარტელიანის მოსაძიებლად ოსლოში დანიიდან ჩავიდნენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ნათია ჩხეტიანს, რომელიც ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ თავდასხმას გადაურჩა, ნინო კალანდაძის ცნობით, მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, საკუთარი სურვილით ამ დრომდე ნორვეგიაში რჩება. გასულ კვირაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორვეგიელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს დღეს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG