Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგაზე ჩაძირული გემის ბოლო ორ მსხვერპლს მიაკვლიეს


ავარიიდან ორი კვირის შემდეგ, დღეს, მდინარე ვოლგაში ჩაძირული გემი,ს „ბულგარიას“ წყლის ზედაპირზე ამოტანა მოხერხდა. მიაკვლიეს გემზე მყოფილი მგზავრების ბოლო ორ გვამს. შედეგად, 25 წლის მანძილზე რუსეთში წყალზე მომხდარ უდიდეს კატასტროფას , 122 ადამიანი ემსხვერპლა. ავარია, წინაწარი ცნობებით, გემის სიძველემ და ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორს დაკავებული არიან იმ ორი გემის კაპიტნები, რომლებმაც ავარიის დროს გემს ახლოს ჩაუარეს, არ გაჩერდნენ და დახმარება არ გაუწიეს მგზარებს. დაღუპულთა შორის 72 ქალია, 28 ბავშვი და 22 კაცი.
XS
SM
MD
LG