Accessibility links

logo-print

ნორვეგიაში სასამართლოს წინაშე წარდგა პარასკევის თავდასხმების მომწყობი


ანდერს ბერინგ ბრეივიკი, 32 წლის ნორვეგიელი, რომელიც პარასკევს აფეთქების და შემდეგ ხოცვაჟლეტის მოწყობაშია ბრალდებული, დღეს სასამარლოს წინაშე წარდგა. ამ ორი აქტის შედეგად 76 ადამიანია დახოცილი, ადრე გამოცხადუბული 93-ის ნაცვლად. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრეივიკი რვა კვირით საპატიმროში იქნება. ბრეივიკმა აღიარა ჩადენილი აქტები, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ გადაწყვიტა, მოსმენა დახურული ყოფილიყო. პროცესმა 35 წუთს გასტანა. მოსამართლე კიმ ჰეგერის თქმით, ბრეივიკმა დახურულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ის თანამშრომლობდა ორ ჯგუფთან. პოლიციის ცნობით, ოსლოში, მთავრობის სახლთან მომხდარი აფეთქების მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა რვამდე, ხოლო კუნძულ უტოიაზე სროლის შედეგად დახოცილთა რიცხვი შემცირდა და ის 68-ს უდრის.
შუადღისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარასკევს ბომბის აფეთქების და სროლის შედეგად დახოცილი ადამიანების ხსოვნას. . ოსლოში აფეთქება მთავრობის სახლთან მოხდა. 8კუნძულ უტოიაზე კი, მმართველი მუშათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკში, თავდამხმელმა 68 ადამიანი მოკლა. გავრცელდა ცნობები, რომ მას კავშირი ჰქონდა ულტრამემარჯვენე და ანტიისლამისტურ ჯგუფებთან.
XS
SM
MD
LG