Accessibility links

ჰაჯიჩმა არ უპასუხა შეკითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ


ხორვატიაში სერბების ყოფილი ლიდერი, გორან ჰაჯიჩი დღეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგა, მაგრამ არ უპასუხა შეკითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ. 52 წლის ჰაჯიჩს წაყენებული აქვს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულების ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება მის ქმედებებს ყოფილ იუგოსლავიაში. ბრალდებებს შორის არის მონაწილეობა 1991 წელს ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში - ხორვატიის მკვიდრ სერბთა ჯარების მიერ 250-ზე მეტი ტყვის დახოცვაში. ჰაჯიჩი გასულ კვირაში, სერბიაში დააპატიმრეს და პარასკევს გადასცეს გაეროს ტრიბუნალს ჰააგაში. ის არის ბოლო ძებნილი სერბებს შორის, რომელთაც საერთაშორისო ტრიბუნალმა წაუყენა ბრალდებები ყოფილ იუგოსლავიაში გასული საუკუნის 90-ანი წლების ომებში შესრულებული როლისათვის.
XS
SM
MD
LG